“თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკგვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეყავს”

“თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკგვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეყავს”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.

„სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ფეიკგვერდები შექმნეს. ასეთ ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ინფექციურ საავადმყოფოში covid-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა!
ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!
​გთხოვთ, არ დაიჯეროთ ეს სიყალბე და ენდეთ მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომელიც გადამოწმებულია და სანდო!“ – აცხადებენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები