ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისების მართვის ჯგუფმა მოსახლეობის თერმული სკრინინგი დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისების მართვის ჯგუფმა მოსახლეობის თერმული სკრინინგი დაიწყო. მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებებში სადიზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. ასევე, დეზინფექცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის 24 საერთო საცხოვრებელს.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მერის ინიციატივით, პირბადეები დაურიგდათ სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებსა და მომატებული რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს.

“პრევენციული ღონისძიების ჩატარება და მოსახლეობის თერმო სკრინინგი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთლიანი მასშტაბით იგეგმება, პარალელურად, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება ადგილობრივების ინფორმირება, რეკომენდაციების დაცვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები