დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ გორში მცხოვრებ 50 ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები დაურიგა

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ, საკუთარი ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 50 ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები დაურიგა.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა „ რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განაცხადა,  დარიგების დროს აქცენტი მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გაკეთდა.

მაკრახიძის თქმით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, საკუთარი ხელფასის ერთ მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.

“დღეს ჩვენ ვდგავართ ურთულესი გამოწვევის წინაშე. ჩვენი მთავრი ამოცანაა, მაქსიმალურად შევასრულოთ მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გართულება. დღეს, ჩემი ინიციატივით 50 ოჯახს გადავეცი სიცოცხლის აუცილებელი პაკეტები, გარდა ამისა, საგზაო-სანტრანსპორტო კომპანია „ იბოლიამ“ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 50 ოჯახს გადასცა 50 ლარიანი სამედიკამენტო ვაუჩერი”,- განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები