ქარბუქი და შტორმი – როგორი ამინდია მისალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ქარბუქი, ხოლო ზღვაზე შტორმი. მათივე ცნობით, ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მომატება.
“3 აპრილს გვიან საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”,-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.