ISET: საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი გაიზარდა
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევის თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 7.3 პუნქტით გაიზარდა და 25.8-ს
გაუტოლდა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც მომავლის მიმართ ბიზნეს სექტორის განწყობას აჩვენებს 31.3-დან 42.7 პუნქტამდე გაიზარდა.
ოპტიმიზმი ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის სექტორშია გაზრდილი, შემცირება კი მხოლოდ მომსახურების სექტორში დაფიქსირდა.მიმდინარე მდგომარეობისა და ბიზნესის მოლოდინების ინდექსები გაუმჯობესდა როგორც დიდი, ისე მცირე და
საშუალო კომპანიებისთვის. რაც შეეხება გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსს, ის გაიზარდა დიდი კომპანიებისთვის, ხოლო შემცირდა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის.
კვლევის თანახმად,ბიზნეს საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ზომის ფირმები, კვლავ მოთხოვნის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირეს ასახელებენ.