ესპანეთმა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით იტალიას გადაასწრო
ესპანეთში, 3 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117 710 შეადგენს, გასულ დღე-ღამეში 7500 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.
ამ მონაცემით, ესპანეთმა ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და იტალიას გადაასწრო, სადაც, 2 აპრილის მონაცემით, 115 242 ინფიცირებული დაფიქსირდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს – 3 აპრილის მდგომარეობით, ესპანეთში თითქმის 11 ათასამდეა გაზრდილი, გასულ დღე-ღამეში 932 გარდაცვალება დაფიქსირდა.
ვირუსის დამარცხება 30 ათასმა ადამიანმა შეძლო.