სოფელ ინგირში მოსახლეობის მასობრივი თერმული სკრინინგი მიმდინარეობს 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ადგილობრივებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმულ სკრინინგს უტარებენ. სკრინინგი უკვე ჩაუტარდა ინგირში მცხოვრებ 100-ზე მეტ მოქალაქეს, პროცესი გრძელდება.

თერმოსკრინინგის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ნინო ვიბლიანი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელი, ანზორ ქობალია გაეცნენ.

თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ზედაეწერში, სადაც 1037 მოქალაქეს ჩაუტარდა შემოწმება და არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ აღმოაჩნდა. ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი, რომელსაც დაუდგინდა კორონავირუსი,  სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ სოფლებში მასიური სკრინინგი. თერმოსკრინინგი, ასევე, ჩაუტარდა სოფელ შამგონაში მცხოვრებ 350-ზე მეტ მოქალაქეს. გარდა სოფლებისა, შემოწმება ტარდება ზუგდიდისა და ფოთის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე”, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები