ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტით მოამარაგეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის N1, N2, ქვედა ცაგერისა და წიფერჩის საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერიამ და სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების გაერთიანებამ ბავშვებისთვის განკუთვნილი, ერთი თვის საკმარისი პროდუქტით მოამარაგეს.

პროდუქტის მომარაგების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე და ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურს უფროსი – დავით ჩაკვეტაძე.

როგორც სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, მარინა ბურჯალიანი “რეგიონულ კვირას” უყვება, ცაგერის მერიამ სკოლამდელი დაწესებულების ბენეფიციარებისთვის 269 აღსაზრდელზე 13.431 ათასი ლარი გამოყო.

“ერთ ბენეფიციარზე 50-ლარიანი პაკეტი დავამზადეთ, მოვერიდეთ მალფუჭებად პროდუქტებს, ერთ აღსაზრდელზე 1 კგ. შაქარი, 1 ლიტრი ზეთი, ნახევარი კგ კარაქი, რძის ფხვნილი, წიწიბურა, ლობიო, ადგილობრივი წარმოების მარნეულის ხილფაფა, ათი ცალი კვერცხი და სხვ. პროდუქტებია. ჩვენ ყველა წესისა და ნორმის დაცვით, სრული გამჭვირვალობით მოვახდენთ ულუფების გაცემას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ სასწავლო პროცესი  განახლდება”, – განაცხადა მარინა ბურჯალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები