ქედაში 80 წლის ცოლ-ქმარმა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სახლში კარანტინი გამოაცხადა

80 წლის თინა და ლევან სურგულაძეებმა, ახალი კორონავისრუსის პრევენციის მიზნით, სახლში კარანტინი გამოაცხადეს. მოხუცებულმა ცოლ-ქმარმა ჭიშკართან წარწერაც გააკეთა – ,,კარანტინი“. ეზოში არც ვინმეს უშვებენ და თავადაც არ გადიან გრეთ. ჭიშკარზე გაკეთებული წარწერა მოხალისეთა ჯგუფს დღეს დახვდა გამოკრული, როცა ოჯახს კუთვნილი სასურსათო კალათა სახლში მიუტანეს.

როგორც გაირკვა, მოხუცები მთავრობის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებენ. სხვებსაც იმავეს მუწოდებენ. მიიჩნევენ, რომ ინფიცირებისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება თვითიზოლაციაში ყოფნა და დისტანციური ურთიერთობაა.

წყვილი ქედაში, სოფელ დანდალოში მარტო ცხოვრობს. მოხალისეები, რომლებიც ხანდაზმულებისა და მოწყვლადი ჯგუფისთვის სასურსათე პროდუქტს არიგებენ, სურგულაძეების ოჯახთან მივიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჭიშკართან წარწერა დახვდათ, სასურსათო კალათა მოხუცებს ეზოს მიღმა დაუტოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები