დიმიტრი მხეიძე: ქუთაისის “მადლიერების სახლის” ყველა ბენეფიციარი საცხოვრებელ ადგილებზე მიიღებს იმ პროდუქტებს, რომელიც მათთვის იყო განკუთვნილი

ქუთაისის სპორტის სასახლეში “მადლიერების სახლის” ბენეფიციარებისთვის გადასაცემი პროდუქტების დაფასოების პროცესი მიმდინარეობს. საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად არიან ჩართული ქუთაისის მაჟორიტატი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

დიმიტრი მხეიძის განცხადებით, “მადლიერების სახლის” ყველა ბენეფიციარს საცხოვრებელ სახლში მიუტანენ პროდუქტებს, რათა მათ არ მოუწიოთ ქუჩაში გამოსვლა და მაქსიმალურად დაცული იყვნენ ვირუსისგან.

“ასეთ პერიოდში ჩვენი განსაკუთრებული ვალია, გვერდით დავუდგეთ და მოვუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. მივალთ თითოეულ მათგანთან და გადავცემთ მათთვის განკუთვნილ პროდუქტებს”, – აღნიშნა დიმიტრი მხეიძემ.

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, საკვებ პროდუქტებს “მადლიერების სახლის” 800 ბენეფიციარი ბინაზე მიიღებს.

სამოცამდე ბენეფიციარს კი, რომლებსაც სადილების შინ მომზადება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ, “მადლიერების სახლის” სამზარულოში მომზადებულ კერძებს სახლში მიუტანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები