ბაღდათში მცხოვრებ 100 -ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს საკვებ პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს გადასცემენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს იმერეთის განვითარების ცენტრი – World Vision-ი, საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, საკვებ პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს გადასცემს.

სასურსათო პაკეტების დარიგება დღეიდან დაიწყო.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები იმერეთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა – დავით ჩხობაძემ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ მარეხ მშვენიერაძესა და საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინა ტყეშელაშვილთან ერთად სახლებში მიუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები