ინგოროყვას კლინიკის ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინგოროყვას კლინიკის ექიმს, რომელიც COVID 19-ის მიმღებ ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ინგოროყვას კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, ინგოროყვას კლინიკის სამ თანამშრომელს შეხება ჰქონდა პაციენტთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

ორი მათგანი თვითიზოლაციაშია, ხოლო ერთ-ერთი, რომელსაც ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები