ესპანეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით იტალიის მაჩვენებელს მიუახლოვდა
ესპანეთში კორონავირუსისგან უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო ერთ დღეში 950 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ესპანეთში ინფიცირების 110 238 დადასტურებული შემთხვევაა მაშინ, როდესაც იტალიაში ბოლო მონაცემით 110 400 დადასტურებული შემთხვევაა. მხოლოდ ერთ დღეში ესპანეთში 8,1 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 6 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, 26,7 ათასი პაციენტი განიკურნა.
ესპანეთში მაღალი მზადყოფნის რეჟიმი 11 აპრილამდე გახანგრძლივდა.