ბაქოში მეთილის სპირტით ინტოქსიკაციით 4 ადამიანი გარდაიცვალა
ბაქოს კლინიკური სამედიცინო ცენტრის ტოქსიკურ განყოფილებაში 21-31 მარტის პერიოდში 9 პაციენტი მოათავსეს, რომელთა დიაგნოზი იყო “მეთილის სპირტით მოწამვლა”.
როგორც აზერბაიჯანის სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების გაერთიანების სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, რავანა ალიევამ განაცხადა, მათგან 4 პაციენტი გარდაიცვალა.
თუმცა, ალიევას არ დაუზუსტებია, რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული პაციენტების მოწამვლა.
აღსანიშნავია, რომ ეთილის სპირტის მასობრივი მოწამვლის ფაქტი ირანში გამოვლინდა, სადაც ინტოქსიკაციის 3117 ფაქტი იყო, 1066 პირი ჰოსპიტალიზებული, ხოლო 320 გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედია წერდა, რომ კორონავირუსის გავრცელების ფონზე ქვეყანაში ალკოჰოლით მოწამვლის ფაქტები გახშირდა, რომელსაც ადამიანები ვირუსისგან “პროფილაქტიკის მიზნით” ღებულობენ.