მარინა ეზუგბაია: კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკას, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში დატოვებენ
“სამი ახალი გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავს, რომელიც კლინიკას, ალბათ, დღეს, დღის განმავლობაში დატოვებს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში, ჯამურად, 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
“ახალი სამი გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავს, რომელიც კლინიკას, ალბათ, დღეს, დღის განმავლობაში დატოვებს იმიტომ, რომ “კომენდატის საათია” და დღის მეორე ნახევარში პაციენტების გაწერას ვეღარ ვახერხებთ, ჯამურად, ჩვენთან 22 პაციენტია გამოჯანმრთელებული”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსისგან 26 ადამიანია გამოჯანმრთელებული.