British Airways-ი სამსახურიდან 35 ათას თანამშრომელს დაითხოვს

ავიაკომპანია British Airways-ი, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, დროებით, 35 ათასი თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს.

ავიაკომპანია პროფკავშირთან Unite-თან ერთი კვირაა, მოლაპარაკებას მართავს და მისგან პრინციპული თანხმობა მიიღო, ამჟამად, მხარეები შეთანხმების დეტალებს ამუშავებენ.

შეთანხმების თანახმად, თვითმფრინავების ეკიპაჟების 80%, ასევე, სახმელეთო პერსონალი, ინჟინრები, სათაო ოფისის თანამშრომლები სამსახურიდან დროებით იქნებიან დათხოვილი.

მოსალოდნელია, რომ პერსონალი, სამუშაო ადგილების შენარჩუნების სამთავრობო სქემის ფარგლებში, ხელფასის ნაწილს მიიღებს. პროგრამა ხელფასების 80%-ს ფარავს და თვეში მაქსიმუმ 2500 ფუნტით არის შეზღუდული.

ბრიტანეთში კორონავირუსის 29 865 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 2352 ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსის დამარცხება 179 პაციენტმა შეძლო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები