თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში მოთავსებული სამი პაციენტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც კლინიკის დირექტორი ხათუნა ჭონიაშვილის “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და უახლოეს პერიოდში ბინაზე გაეწერებიან.

ცნობისთვის, სამივე მოქალაქეს მაღალ ტემპერატურასთან ერთად მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, რის გამოც მათი ანალიზები დღეს დილით ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოშო კორონავირუსის 117 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 23 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5783 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები