,,მედიაკრიტიკის” სტატიამ და საზოგადოების რეაქციამ ,,ტვ პირველის” წამყვანის გაღიზიანება გამოიწვია

მედიაკრიტიკის პლატფორმამ, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნა, გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით ,, ჟურნალისტიკის სწრაფი ტესტი ტვ პირველის ეთერში”.

აღსანიშნავია, რომ სტატიას სოციალურ ქსელში, მედიაკრიტიკის გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა წამყვანებს, დიანა ტრაპაიძესა და ვახო სანაიას მწვავედ აკრიტიკებს.

ფესიბუქგვერდზე დისკუსიაში თავად დიანა ტრაპაიძეც ჩაერთო, რომელიც ზემოთ აღნიშნულ სტატიას მოიხსენიებს, როგორც უსახურ ნაჯღაბნს და წერს, რომ წარმოუდგენელია მსგავსი სტატია ,,მედიაკრიტიკის” სახელით ვრცელდებოდეს. მის ამ კომენტარს ფეისბუქმომხმარებელთა მწვავე რეაცია მოჰყვა. მათ წამყვანს უწოდეს პარტიული მხარე, რომელსაც ადამიანების ჯანმრთელობა არ აინტერესებს და ურჩიეს , რომ გადაცემის დასრულების შემდგომ ხალხის კომენტარებს გაეცნოს, თუ ესეც უმნიშვნელო არ არის მისთვის.

სტატია ეძღვნება 28 მარტს ტელეკომპანია „პირველის” ეთერში რამდენიმესაათიანი ინტერვალით შემდგარ ორ სატელევიზიო ინტერვიუს, რომლებმაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია – დღის ამბებში” 14 საათზე დიანა ტრაპაიძის რესპონდენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გახლდათ, ხოლო საღამოს ეთერში ვახო სანაიას შეკითხვებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პასუხობდა.

,, მაყურებელს ორივე გადაცემა დაამახსოვრდა არა გამოცდილი ეპიდემიოლოგების რჩევებით ან ინსტრუქციებით, რაც დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველა მოქალაქისთვის, არამედ დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარე კინკლაობით, რაც საბოლოო ჯამში იმით დასრულდა, რომ ჟურნალისტებმა ბოლოს და ბოლოს მოახერხეს შესაძლებლობების ზღვარზე მომუშავე მედიკოსების წყობიდან გამოყვანა”,- ნათქვამია სტატიაში
https://mediacritic.ge/article/zhurnalistikis-stsrapi-testi-tv-pirvelis-etershi?fbclid=IwAR03MyEeMER0b_FPLWFYUDfQ9BfhopnHjTsfjy3cc8DdEktIkjN-Z-j9gCw

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები