ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მყოფი რვა პაციენტის ანალიზის პასუხები გახდა ცნობილი. ლუგარის ლაბორატორიის დასკვნის შედეგად, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში ახალი პაციენტები არ ჰყავთ.
“მივიღეთ რვა უარყოფითი პასუხი, ჯერჯერობით, ახალი პაციენტები არ მიგვიღია, კლინიკაში ისევ რჩება სამი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი აქვს”, -აღნიშნა თემურ ნადირაძემ.
ცნობისთვის, დღეიდან კლინიკა მხოლოდ კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს მიიღებს, სხვა განყოფილებები დროებით მუშაობას წყვეტს.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 23, კარანტინშია 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში 310 ადამიანი იმყოფება.