მონაკოს პრინცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მონაკოს პრინცი, ალბერ II კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოვიდა.

მონაკოს პრინცს ვირუსი 19 მარტს დაუდასტურდა, ის პრინცესა გრეის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.

“ყველაფერი რიგზეა. ხველება ჯერ კიდევ მაქვს, მაგრამ ეს ნორმალურია, რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე”, – განაცხადა People-თან საუბარში პრინცმა.

ალბერ მეორეს გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია სამეფო სასახლეშიც დაადასტურეს.

“ექიმებმა პრინცს საკარანტინე პერიოდის დასრულების უფლება მისცეს, პრინცი გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

62 წლის მონარქი საოჯახო რეზიდენციაში დაბრუნდება, სადაც მისი მეუღლე და შვილები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები