ფინეთში, კორონავირუსის ფონზე, ყოველი მეშვიდე დასაქმებული სამსახურის გარეშე რჩება
ფინეთის ეკონომიკისა და დასაქმების სამინისტროს 1-ელი აპრილის მონაცემით, 320 615 დასაქმებული პირი დამსაქმებლებთან შემცირებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მართავს.
აღინიშნება, რომ ასეთი დასაქმებულების რაოდენობა, წინა დღესთან შედარებით, 20 ათასით არის გაზრდილი, ეს ციფრი არ მოიცავს იმ პირთა სტატისტიკას, რომლებთანაც შრომითი ხელშეკრულება უკვე გაწყვეტილია.
სამინისტრის მონაცემით, კორონავირუსის კრიზისის შედეგად, უკვე 17 ათასზე მეტი ფინელია სამსახურიდან დათხოვილი.
ფინეთის სავაჭრო პალატის გამოკითხვის თანახმად, კომპანიების 2/3 გეგმავს თანამშრომელთა ნაწილის იძულებით შვებულებაში გაშვებას ან დათხოვნას.
ფინეთის მთავრობაში 20 მარტს განაცხადეს, რომ ეკონომიკის გადასარჩენად 15 მლრდ დოლარის გამოყოფას გეგმავენ.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ, კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას – აქ 1446 ინფიცირებულია, 17 გარდაცვლილია, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა.