ლარი კვლავ გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0403 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.2413 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2816 ღირდა.
0.05 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.5460 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5960 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები