ქუთაისის მერია “მადლიერების სახლის” ყველა ბენეფიციარს საკვებ პროდუქტს სახლში მიუტანს

ქუთაისის „მადლიერების სახლის” ყველა ბენეფიციარი საცხოვრებელ ადგილებზე მიიღებს იმ პროდუქტებს, რომლებიც მათთვის „მადლიერების სახლის” სასადილოში სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი.

იმის გათვალისწინებით, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებში მთლიანად შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ბენეფიციარებს უჭირთ უფასო სასადილოებამდე მისვლა, გადაწყდა, რომ  მათ  საკვებ პროდუქტებს სახლებში მიუტანენ.

სასურსათე ამანთების დაფასოება ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს და ამ პროცესში ქუთაისის მერი – გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილეები მონაწილეობენ.

“მადლიერების სახლის” 800 ბენეფიციარი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბინაზე მიიღებს საკვებ პროდუქტებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის პირობებში, მათთვის ძნელი გახდა უფასო სასადილოებამდე მისვლა. სწორედ ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები სახლებში მივუტანოთ”, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ბენეფიციართა შორის არიან ისეთებიც (60-მდე ადამიანი), რომლებსაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ სადილების შინ მომზადება. მათთვის „მადლიერების სახლის” სამზარეულოში ისევ მომზადდება სადილი და გამზადებულ კერძებს სახლებში მიუტანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები