სხალთის მთავარეპისკოპოსი: სოციალურ დისტანციას დავიცავთ, გარეთ წირვის ჩატარება და ტაძარში ხალხის არშეშვება კი ეკლესიის დევნად მიგვაჩნია

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპიროდონი აცხადებს, რომ სოციალური დისტანციის დაცვის რეკომენდაციას შეასრულებენ, ხოლო სხვა დანარჩენი ეკლესიის დევნად მიაჩნიათ.

„წირვა საკურთხეველში რომ ჩატარდეს, მრევლმა სოციალური დისტანცია დაიცვას ტაძარშიც და გარეთაც და ისე ეზიარონ – ეს არის ის, რასაც ჩვენგან ექიმები ითხოვენ (ანუ სოციალური დისტანციის დაცვა), და ამას, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით, შევასრულებთ. ხოლო დანარჩენი, ანუ წირვის გარეთ ჩატარება და ტაძარში ხალხის არ შეშვება (მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანციის მოთხოვნა დაცული იქნება), მიგვაჩნია მცდელობად მღვდელმთავრისა და სამღვდელოების საკურთხევლიდან და ტაძრიდან და ხალხის ტაძრიდან გამოგდებისა და, შესაბამისად, მიგვაჩნია ეკლესიის დევნად. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება, ჩვენივე ხელით ტაძრები დაგვაკეტინონ. ,,სდექით მტკიცედ და შეურყევლად”!!!”, – წერს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი „ფეისბუქზე“.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები