აზერბაიჯანში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში ქვეყანაში ვირუსის 359 შემთხვევაა, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 26 პაციენტმა შეძლო; 5 ლეტალური შემთხვევაა; 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

შტაბის ინფორმაციით, სხვადასხვა საკარანტინო ზონებში მყოფი 4518 ადამიანის გამოკვლევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები