„კომენდანტის საათი“ ათონის დარბაზში

3  აპრილს, 18:00 საათზე, „ათონის დარბაზში“  გაგა გომართელისა და ირაკლი ასლანიკაშვილის
ონლაინპოეზიის საღამო – ,,კომენდანტის საათი” გაიმართება.

„კორონას ანტივირუსი“

ზეზვამ და მზიამ და ტომმა და ანიკამ
კორონავირუსზე ატეხეს პანიკა.

ანიკა გამოდგა პანიკის მოთავე,
თუმც ახლა ოთხივე თანაბრად შფოთავენ.

ბანკირი, ხაბაზი, თერძი და მემშვილდე –
ყველანი, ყველანი, ყველანი შეშინდნენ.

შიშის ცეცხლს ნავთს ასხამს ახალი ამბები:
იყიდეთ საკვები, ნიღბები, აბები…

სანამ აქ შფოთია, შიში და განგაში,
ვიღაცის პაიკი იქ გადის დამკაში.

მიწა იყავით და გახდებით მიწავე,
წამალი ერთია – უფალი იწამეთ.

„დარჩი სახლში და ისე გაატარე პარასკევის საღამო ჩვენთან ერთად“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
პოეზის საღამოს ყურება შესაძლებელია „ათონის დარბაზის“ ფეისბუქგვერდზე: https://www.facebook.com/awmssd/?eid=ARDSqcjTKqCM1K5ugwSu1eTiMhjughyBVHVhw7VAusx5kwu72TTUE9–4zc2yNlJbS55WXAVzr62-9Jb

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები