ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 102 136 ადამიანს შეადგენს, გასულ დღე-ღამეში 7,7 ათასი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში ვირუსს 9 053 პაციენტი ემსხვერპლა, ერთ დღეში 864 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 5,9 ათასი ადამიანია მოთავსებული.

ვირუსის დამარცხება 22,6 ათასმა პირმა შეძლო.

ინფიცირებისა და ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მადრიდშია – აქ 30 ათასი დადასტურებული შემთხვევაა, 3865 პაციენტი გარდაიცვალა. კატალონიაში თითქმის 20 ათასი ინფიცირებულია, ვირუსს 1,8 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

ესპანეთი ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ის და იტალიის შემდეგ, ხოლო სიკვდილიანობის სტატისტიკით მეორეზე იტალიის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები