ზაალ ანჯაფარიძე: ეს არის, რეალურად, საქმე – ეს არის ის, რასაც ელოდა მოსახლეობის ფინანსურად და სოციალურად ხელმოკლე ნაწილი

“ეს არის, რეალურად, საქმე, ეს არის ის, რასაც ელოდა მოსახლეობის ფინანსურად და სოციალურად ხელმოკლე ნაწილი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა მნიშნელოვანია, რომ დახმარება მათ მიიღონ, ვისაც სჭირდება და თუ ვინმეს აქვს საშუალება, კომუნალური ხარჯები თავის ჯიბიდან დაფაროს, გამოიჩინოს სოლიდარობა.

,,აი ეს არის, რეალურად, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ეს არის განსხვავება – რა იყო და რა გვაქვს. ეს არის ის, რასაც ელოდა მოსახლეობის ფინანსურად და სოციალურად ხელმოკლე ნაწილი და ისინიც, ვინც, იმედია დროებით, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ახლა საჭიროა ზედმიწევნით გადარჩევა, რომ დახმარება სწორედ მათ მიიღონ, ვისაც სჭირდება და თუ ვინმეს აქვს საშუალება, კომუნალური ხარჯები თავის ჯიბიდან დაფაროს, გამოიჩინოს სოლიდარობა და არ მიიღოს დახმარება, რომ უფრო შეჭირვებულთ მოხმარდეს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები