“იმედი გვაქვს, რომ ბიზნესი მხარდაჭერის შედეგად შეძლებს, არცერთი მოქალაქე არ დატოვოს სამსახურის გარეშე, თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას შევთავაზებთ”

“ჩვენს გუნდს აქვს ამ 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში შემუშავებული ზომები ბიზნესისთვის და ჩვენ ბიზნესის მხარდაჭერას გავაგრძელებთ”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესი მხარდაჭერის შედეგად სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეძლებს.

„ჩვენს გუნდს აქვს ამ 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში შემუშავებული ზომები ბიზნესისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერასაც და ამ ზომების თანდათან და ეტაპობრივად მიწოდებას, რათა ბიზნესმა ასევე შეძლოს, შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები, გააგრძელოს ფუნქციონირება ყველა იმ საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვით, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ ყოვლისა, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიზნესი ამ მხარდაჭერის ზომების შედეგად შეძლებს, შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არც ერთი მოქალაქე არ დატოვოს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე, თუმცა თუ ეს მაინც მოხდა, ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს გარკვეულ დახმარებას, რა თქმა უნდა, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი გვაძლევს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები