აშშ-ში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, აიდაჰოს შტატში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აღინიშნება, რომ მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა შტატში 37 წლის წინ დაფიქსირდა.

1983 წელს ბორა-პიკის მთის რაიონში 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მატერიალური ზარალი კი მილიონობით დოლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები