საფრანგეთში კორონავირუსისგან უკვე 3523 ადამიანია გარდაცვლილი
საფრანგეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსს 499 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 3523 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
ქვეყანაში ინფიცირების 52 836 დადასტურებული შემთხვევაა, 5 565 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებებშია მოთავსებული.
ჰოსპიტალიზებულთაგან 34% – 60 წელზე ნაკლები ასაკის არის; 60% – 60-80 წლის მოქალაქეები არიან; 68 პაციენტი 30 წელს ნაკლებია.
ეპიდემიის დაწყებიდან საავადმყოფოებიდან 9 444 პაციენტია გაწერილი.