ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა – ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმია ამოქმედებული

“ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა”, – განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ბითაროვმა.
მისი თქმით, შემოღებულია თვითიზოლაციის რეჟიმი, რომლის შესრულებას მკაცრად სამართალდამცველები დააკვირდებიან.

ბითაროვმა აღნიშნა, რომ კორონავირუსი რესპუბლიკის ორ მაცხოვრებელს დაუდასტურდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, ასევე, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

გარდა ამისა, ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის მესამე ფედერალური ოლქია, სადაც ყველა რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმია ამოქმედებული. მანამდე ანალოგიური რეჟიმი ურალსა და ციმბირში იყო შემოღებული.

სტავროპოლოს მხარესა და ყაბარდო-ბალკარეთში – 6-6 დადასტურებული შემთხვევაა, დაღესტანში – 13; ჩეჩნეთში -9; ინგუშეთში -1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები