ლალი ტურძელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული, მარნეულიდან გადმოყვანილი ორი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
“ამჟამად, ჩვენს კლინიკაში 73 პაციენტია მოთავსებული, 19 კორონავირუსით დაინფიცირებულია. იყო 17 და ორი ქალბატონი დაგვემატა მარნეულიდან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
“ამჟამად, ჩვენს კლინიკაში 73 პაციენტია, 19 კორონა ინფიცირებულია. იყო 17 და ორი ქალბატონი მარნეულიდან დაგვემატა. ერთი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, კრიტიკულია და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი, აპარატზეა. ორივე დადასტურებულია იქ სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან მოვიდნენ, როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ინტენსიური თერაპიის ბლოკში რჩება”, – განაცხადა ტურძელაძემ.