აშშ-ის მთავრობა უკრაინას 1,2 მილიონი დოლარის დახმარებას აღმოუჩენს

აშშ-ის მთავრობა უკრაინას 1,2 მლნ დოლარის ღირებულების სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს, – განაცხადეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში.

აღინიშნება, რომ ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება USAID Global Health-სა და OFDA-ს მეშვეობით გადაიცემა.

დაფინანსების ფარგლებში, უკრაინაში უნდა მოხდეს კორონავირუსის მკურნალობის მექანიზმების განმტკიცება, ვირუსის შემდგომი გადაცემის რისკის შემცირება, მოსახლეობის მასშტაბური ტესტირებისთვის ლაბორატორიული ქსელის მოწყობა, სწრაფი რეაგირების ჯგუფების მომზადება, რომლებიც დაავადებების შემთხვევებს მიადევნებენ თვალს და დაავადებულთა კონტაქტებს გამოავლენენ.

გამოყოფილი თანხები, ასევე, განკუთვნილია მედიაკამპანიებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები