ენგურის ხიდთან საველე კარავი მოეწყო (ვიდეო)

ენგურის ხიდთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საველე კარავი განთავსდა. აღნიშნული საველე სამედიცინო კარავი, საჭიროების შემთხვევაში, საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.

ადგილზე მობილიზებულია იძულებით გადაადგილებული პირთა პოლიკლინიკის ორი ექიმი. მედიკოსები თერმოსკრინინგისთვის განკუთვნილი აპარატით არიან აღჭურვილი, ისინი მოქალაქეებს სიცხეს გაუზომავენ და, საეჭვო სიპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამის სამსახურს გამოუძახებენ.

ამ ეტაპზე, საველე კარავში ორი საწოლია განთავსებული. COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, საქართველოს მთავრობამ სამეგრელოს რეგიონში კონტროლი 29 მარტიდან გაამკაცრა. მთავრობამ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და 31 მარტის დილის 08:00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები