ლევან რატიანი: დაახლოებით 30 პაციენტი, თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები ჯანმო-ს სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში, ჩვენს კლინიკას დატოვებს

“დღეს რამდენიმე ათეულ პაციენტს ჩაუტარდება კლინიკოლაბორატორიული კვლევები, თუ მონაცემები ჯანმო-ს სტანდარტებთან შესაბისობაში იქნება, ისინი კლინიკას დატოვებენ”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი იმყოფება.

“ამ ეტაპზე  ჩვენთან მკურნალობას 77 პაციენტი განაგრძობს. 17 არის ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე არცერთი დადებითი პასუხი არ მოსულა, რაც ძალიან გვახარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს რამდენიმე ათეული პაციენტი დატოვებს კლინიკას, ჩაუტარდებათ კლინიკოლაბორატორიული კვლევები, თუ მონაცემები ჯანმო-ს სტანდარტებს შეესაბამება და უნდა დატოვონ ჩვენი დაწესებულება და გადავიდნენ საკარანტინო ზონაში, დღის პირველ ნახევარში დაახლოებთ 30 ასეთი პაციენტი დატოვებს კლინიკას”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები