საქართველოში კორონავირუსისგან 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ცნობისთვის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4 995, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები