ამირან სალუქვაძე: რაღა უკრაინულ ავიაკომპანიას ეძახით, ან ქართული აიყვანეთ, ან ის კომპანიები, რომლებიც ჩვენთან ოპერირებენ

„ავიაკომპანია „SkyUp” საკმაოდ სკანდალური რეპუტაციისაა. ამ ეტაპზე შეშის გადაზიდვას ვანდობ და არა ჩვენი მოქალაქეების. ღია წყაროებში ასევე მოიძებნება ინფორმაციები „SkyUp”-თან დაკავშირებული საავიაციო ინციდენტების შესახებ”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

მისი თქმით, ავიაკომპანია “SkyUp”, საკმაოდ სკანდალური რეპუტაციისაა:

„ავიაკომპანია “SkyUp”, საკმაოდ სკანდალური რეპუტაციისაა. ამ ეტაპზე შეშის გადაზიდვას ვანდობ და არა ჩვენი მოქალაქეების. შარშან ბარიშევსკის რაიონულმა სასამართლომ მგზავრთა უხარისხო მომსახურებებისთვის, რეისების სისტემატური გადადებისთვის ლიცენზია შეუჩერა. რადგანაც ამ სასამართლოს არ აქვს ასეთი უფლებამოსილება, კომპანია კომერციულ გადაზიდვებს აგრძელებს”, – წერს ექსპერტი.

მისივე თქმით, იმ სიტუაციაში, როცა მსოფლიო ავიაგადაზიდვები კრიზისულადაა შემცირებული, ნებისმიერი ავიაკომპანია იფრენს თვითღირებულებაზე მიმდინარე ხარჯების დასაფარად:

„ღია წყაროებში ასევე მოიძებნება ინფორმაციები „SkyUp”-თან დაკავშირებული საავიაციო ინციდენტების შესახებ. მაგალითად, შარმ-ელ-შეიხში დაჯდომისას ზეთის გაჟონვის გამო შასის აალება და სხვა. ეს ძალიან სწრაფი შესწავლით. იმ სიტუაციაში, როცა მსოფლიო ავიაგადაზიდვები კრიზისულადაა შემცირებული, ნებისმიერი ავიაკომპანია იფრენს თვითღირებულებაზე მიმდინარე ხარჯების დასაფარად (ხელფასები, პილოტების საფრენოსნო პრაქტიკა, ტექმომსახურება), ჰოდა, რაღა უკრაინულს ეძახით, ან ქართული აიყვანეთ, ან ის კომპანიები, რომლებიც ჩვენთან ოპერირებენ და მათთან მიმართებაში ღია წყაროებში პრობლემური ინფორმაციები არ არსებობს. მოკლედ, ადროვეთ ხალხს მუშაობა. თუ დახმარება გსურთ, StopCov.gov.ge-ს ანგარიშზე ჩარიცხეთ”, -წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები