ესპანეთში კორონავირუსით 12 ათასზე მეტი მედიკოსია ინფიცირებული
ესპანეთში კორონავირუსით 12 298 ექიმია ინფიცირებული, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების პრევენციის საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ხოსე სიერამ.
მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთა 14% შეადგენს.
ბოლო მონაცემით, ესპანეთში COVID-19-ით 85,2 ათასი ადამიანია ინფიცირებულია; 7340 ადამიანი გარდაიცვალა; რეანიმაციულ განყოფილებებში 5,2 ათასი პაციენტი იმყოფება; 16,9 ათასმა დაავადების დამარცხება შეძლო.