ისრაელის პრემიერი კარანტინშია
ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, თავის კანცელარიის თანამშრომლებთან ერთად, კარანტინშია მოთავსებული. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ნეთანიაჰუს მრჩეველს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამჟამად უცნობია, რა ვადით იქნება კარანტინში ისრაელის პრემიერი, რადგან მედიკოსები ტესტის შედეგებს ელოდებიან.
ნეთანიაჰუს გარემოცვაში აღნიშნავენ, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მას დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.