პრემიერი: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

“საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების, ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლისა და მოქალაქეთა თერმოსკრინინგის მიზნით, საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლისა და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე, პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით, მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ის ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები“,  – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები