მარნეულში თერმოსკრინინგი  83 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა 

მარნეულის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი უკვე 83 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს 13:00 საათისთვის მუნიციპალიტეტში 2 000-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა და არცერთს ტემპერატურა არ დაუპიქსირდა.

„ეფექტურად გრძელდება სკრინინგის პროცესი მარნეულში. პირველი საათის მონაცემებით, 2 000-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა. არცერთ მათგანს ტემპერატურა არ დაუფიქსირდა.
მივიღეთ საველე ჰოსპიტალში მყოფი შვიდი ადამიანის პასუხი და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. სავარაუდოდ, საღამოს გვეცოდინება კიდევ 5 ადამიანის პასუხი.

მარნეულის რეგიონში უკვე 83 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, აქედან 40 ადამიანს ჰქონდა ტემპერატურა და მათგან 10-ს გაუკეთდა ანალიზი. ამ დროისთვის, არცერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი”,  – აცხადებს ზაურ დარგალი.

შეგახსნებთ, რომ მარნეული და ბოლნისი უკვე ერთი კვირაა, ჩაკეტილია და ორივე მუნიციპალიტეტში კარანტინია გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები