ირანში ერთ დღეში კორონავირუსის 3186 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 3186-ით გაიზარდა და, ჯამურად, 41 495 შეადგინა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

ამ მონაცემით ირანში ერთგვარი ანტირეკორდი დაფიქსირდა, მანამდე ერთ დღეში გამოვლენილი მაქსიმალური შემთხვევა 3076-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 157 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამურად, ვირუსს 2757 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯაჰანპურის ინფორმაციითვე, 13 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები