ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსისგან 812 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში გასულ დღე-ღამეში COVID-19-ს 812 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 7340 ადამიანი გარდაიცვალა.

განახლებული მონაცემი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა.​

30 მარტის მდგომარეობით, ესპანეთში 85,2 ათასი ინფიცირებულია, აქედან 6400 ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა.

რეანიმაციულ განყოფილებებში 5,2 ათასი პაციენტი იმყოფება, 16,9 ათასმა დაავადების დამარცხება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები