საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ხვნა-თესვის სამუშაოები მხარის გუბერნატორმა მოინახულა

საჩხერის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დახვნა აქტიურ ფაზაშია. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს მეტი, 2000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი დამუშავდება. ამასთან, უკვე დათესილია საშემოდგომო ხორბალი 14,5 ჰექტარზე.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
საჩხერის მუნიციპალიტეტში გასულ წელს ჭალა-ორღულის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. სარწყავი არხის სიგრძე 2,5 კმ-ია და გათვლილია 60 ჰექტარი მიწის ფართობის მოსარწყავად. აღნიშნული სარწყავი სისტემა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მოსავლიანობის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები