ხულოში სასურსათო კალათების გადაცემა დაიწყო

ხულოში სასურსათო კალათების გადაცემა დაიწყო. სასურსათო კალათები ხულოში მცხოვრებ 1604 სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს: ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებსა და სარეცელს მიჯაჭვულ პირებს გადაეცემა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, სასურსათო პროდუქტების შესაძენად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარამდე გამოიყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და “წითელი ჯვრის” ჩართულობით, ხულოში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც, თავის მხრივ, ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები.

ხულოში სურსათის დარიგების პროცესში აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძე, მერის მოადგილე – ასლან შაინიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – თამაზ აბაშიძე, მოხალისეთა ჯგუფები, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის, “წითელი ჯვრისა” და მერის წარმომადგენლები.

სასურსათო კალათების დარიგების პროცესს კოორდინაციას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები