წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ​ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც  ერთი-ერთი მანქანის მძღოლი  ადგილზე დაიღუპა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები