სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რიცხვი შემცირდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში – 337 ადამიანი იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ, წინა დღეებთან შედარებით, რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი 385-ით შემცირდა.  ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, ნანა ოდიშარიამ მიაწოდა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კარანტინში 160 ადამიანია, მათ შორის, იძულების წესით, 32 პირი იქნა საკარანტინე სივრცეში გადაყვანილი.
რეგიონში ქალაქების მიხედვით მდგომარეობა ასეთია:
ზუგდიდში 114 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 140, კარანტინში რჩება – 65.
აბაშაში 36 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 18, კარანტინში რჩება – 11.
ფოთში – 35 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -51, კარანტინშია- 12.
მესტიაში 1 პირია თვითიზოლაციაში, მოხსნილია – 9, კარანტინშია -2.
მარტვილში 25 პირია თვიზოლაციაში, მოიხსნილი -37, კარანტინშია-28.
წალენჯიხაში 24 პიროა თვითიზოლაციაშია, ზედამხედველობიდან მოიხსნა -50, კარანტინშია – 24.
ჩოროწყუში 25 პირია თვიზოლაციაში, მოიხსნილია – 25, კარანტინშია – 12.
სენაკში 48 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 28. კარანტინშია -1.
ხობში – 29 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -27, კარანტინშია – 5.
ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს 67 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, 30 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 98 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია – 18. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები