შუახევში სასურსათო კალათების გადაცემა დაიწყო
შუახევის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა- ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღალი რისკჯგუფში შემავალ პირებს სასურსათო კალათები მიუტანეს.
სასურსათო კალათა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებსა და სარეცელს მიჯაჭვულ პირებს გადაეცემა.
დარიგების პროცესს ორგანიზებას უწევენ მოხალისეთა ჯგუფები, რათა დაცული იქნას პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია. სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარამდე გამოყო. 7000 ოჯახისთვის შეძენილ იქნა პროდუქტები, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.
სურსათის დარიგების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 775 მოქალაქეს გადაეცემა.