დონალდ ტრამპი: ქვეყანაში კორონავირუსისგან 200 ათასამდე გარდაცვლილი – კარგი შედეგი იქნება

“კორონავირუსისგან ორ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვლებოდა იმ შემთხვევაში, მთავრობა არაფერს რომ არ აკეთებდეს, ამიტომ 100-დან 200 ათასამდე ლეტალური შემთხვევა – კარგი შედეგია”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერი ქვეყანაში სიკვდილიანობის პიკს უახლოეს ორ კვირაში ელოდება, პანდემიისგან ქვეყნის აღდგენა კი, მისი აზრით, 1-ელი ივნისიდან დაიწყება.

ტრამპმა, ასევე, გასცა განკარგულება, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ზომების 30 აპრილამდე გახანგრძლივებას გულისხმობს.

მანამდე, ანალოგიური პროგნოზი ქვეყნის ინფექციურ დაავადებათა და ალერგიის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა, მისივე თქმით, მილიონობით ადამიანი დაინფიცირდება.

ბოლო მონაცემით, აშშ ში 143 025 ადამიანია ინფიცირებული, 2445 პაციენტი გარდაცვლილია, 4435 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები